მე-12 კლასელების ნაწილმა ისტორიის გამოცდა ვერ ჩააბარა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე კარგად გამოსაშვები კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოემზადნენ

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში გამოსაშვებ გამოცდებზე მე-12 კლასელების 4%-მა ისტორიის გამოცდა ვერ ჩააბარეს — მათ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები საქართველოში 20 მაისს დაიწყო. 23 მაისს აბიტურიენტები მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ, 24 მაისს — ქიმიის.

აუდიტორია - Sputnik საქართველო
საქართველოში საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

გამოცდა უცხო ენაში მოსწავლეთა 11%-მა ვერ ჩააბარა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ზღვარი მოსწავლეთა 97%-მა წარმატებით გადალახა.

წელს გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ  მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

უმაღლესი განათლება ციხეში — ქართველი პატიმრის ისტორია >>

სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ თითოეულ საგანში საგამოცდო ტესტების ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


ყველა ახალი ამბავი
0