ფეხბურთის ჩინოვნიკები აშშ-დან, კანადიდან და მექსიკიდან საქართველოში არიან

© Sputnik / Alexander Imedashviliბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი გააცნეს

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები თბილისს ესტუმრნენ ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებში შეხვდნენ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

შეხვედრაზე სტუმრებმა დეტალურად გააცნეს ქართულ მხარეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე საკუთარი განაცხადი.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

კობიაშვილის გარდა, შეხვედრას ესწრებოდა სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

ამ მომენტისათვის 2026 წლის „მუნდიალის“ ჩატარებაზე ორი პრეტენდენტი არსებობს. ეს არის მაროკო და აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ერთობლივი განაცხადი.

2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მექსიკაში მსოფლიო პირველობა ორჯერ ჩატარდა — 1970 და 1986 წლებში, აშშ-ში ერთხელ — 1994 წელს, კანადაში მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0