ბათუმის საზღვაო აკადემია ნავთობტერმინალისთვის პერსონალს მოამზადებს

© Sputnik / STRINGER„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვაო აკადემია ტერმინალს პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტის თანახმად, აკადემია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსების ორგანიზებას ითავებს. კურსების დამთავრებისთანავე აკადემია მსმენელებს გადასცემს სერტიფიკატებს, რომელიც თანამშრომელთა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კომპეტენციას ადასტურებს.

© Sputnik / STRINGER „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
Подписание меморандума между Батумским нефтяным терминалом и Батумской государственной морской академией - Sputnik საქართველო
„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობის საწყის ეტაპზე დაგეგმილია ტვირთამწე მექანიზმების 21 ოპერატორის და ტვირთების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება და ატესტაცია. მუშავდება ელექტროშემდუღებელთა და გაზმჭრელთა გადამზადების პროგრამა.

© Sputnik / STRINGERბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე
Ректор Батумской государственной морской академии Ираклий Шарабидзе - Sputnik საქართველო
ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე

ერთობლივი პროექტების განხორციელების ფარგლებში „ბათუმის ნავთობტერმინალში“ აკადემიის ბაკალავრები და პროფესიული განათლების სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. შემდგომში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საკადრო რეზერვის შესაქმნელად სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იგეგმება.

© Sputnik / STRINGER „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაევი
Генеральный директор Батумского нефтяного терминала Мурат Джумадиллаев - Sputnik საქართველო
„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაევი

2008 წლის თებერვლიდან „ბათუმის ნავთობტერმინალის“ და ბათუმის საზღვაო პორტის მართვის ექსკლუზიური უფლების მესაკუთრეა სს „ყაზტრანსოილი“, რომელიც სს „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა. „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შავი ზღვის პირას, ქალაქ ბათუმის ზოლში მდებარეობს და კლიენტებს ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას სთავაზობს.

© Batumi oil terminal „ბათუმის ნავთობტერმინალის“ რეზერვუარების პარკი
Резервуарный парк Батумского нефтяного терминала - Sputnik საქართველო
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ რეზერვუარების პარკი

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ძირითად უპირატესობას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვა-გადატვირთვის მოქნილობა წარმოადგენს. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.


ყველა ახალი ამბავი
0