ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი: ფეხბურთი – მშვიდობისა და მეგობრობისთვის

© Sputnik / Denis Aslanovპელე და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები
პელე და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი თემაზე „ფეხბურთი – მშვიდობისა და მეგობრობისთვის" გაიმართება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს, 22 მაისს, 16:00 საათზე.

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოში მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის, რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს (21 წლამდე). პროექტს „ფეხბურთი, როგორც ეპოქების კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისთვის" მხარი დაუჭირეს საქართველოს პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და სპორტსმენებმა.

ვიდეოხიდის მონაწილეები ისაუბრებენ საერთაშორისო ტურნირის და, ზოგადად, მსგავსი საფეხბურთო ღონისძიებების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმისთვის.

მონაწილეები თბილისში:

— ორგანიზაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი;

— მოქანდაკე მერაბ გაგლოევი;

– პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე;

— ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი.

მოსკოვში:

— 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი სოჭში ევგენი ლოვჩევი;

— მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი სერგეი იოანესიანი.

ვიდეოხიდის შემდეგ გაიმართება არგენტინისა და ბრაზილიის საორგანიზაციო ჯგუფებთან ჩართვა სკაიპით:

— როსარიო (არგენტინა) – „მალდონადო კამპოსის“ პრეზიდენტი შუდიტ მალდონადო;

— ბუენოს-აირესი — ტურნირის ორგანიზატორი მიგელ გორისენი;

— რიო-დე-ჟანეირო — ფიფას აგენტი პედრო კაბრალ და სილვა ჟუნიორი;

— სან-პაულუ — გაზეთ „შტატ სან-პაულუს“ ჟურნალისტი სირო კამპოსი;

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0