საქართველოში ლიბერიის გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიგემი
გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანი სამეურნეო-ფეკალური მასის ჩაღვრისთვის, ჯარიმის გარდა, ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზარალიც აანაზღაუროს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს წყლებში ლიბერიის დროშით მცურავი გემი სამეურნეო–ფეკალური მასის ჩაღვრისთვის დააკავეს, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი ფოთის პორტში მოხდა.

გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარის ოდენობით, იგი ასევე ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0