თბილისში კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ
„აუცილებელია, რომ თითოეულმა სახელმწიფომ დანერგოს ადაპტაციის და შემარბილებელი ღონისძიებები, რათა კლიმატის ცვლილების გავლენა სხვადასხვა სექტორზე შემცირდეს", – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
კლიმატის ცვლილებებზე თბილისში დღეს რეგიონულ კონფერენციაზე მსჯელობენ. ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის 16 ქვეყნის მთავრობების 90-მდე წარმომადგენელი ესწრება.