თბილისში საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიტბორა

© Sputnik / Alexander Imedashviliგმირთა მოედანი თბილისში
გმირთა მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩიქოვანის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილი გასკდა

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში წყლის მილი გასკდა და პირველი სართული დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩიქოვანის ქუჩის 9/11 ნომერში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ და კორპუსის წინ იმყოფებიან.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და GWP-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.


ყველა ახალი ამბავი
0