ათენში „ნოდარ გლდანსკისთან“ დაახლოებული საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიათენი
ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საბერძნეთში, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 21 მაისს საბერძნეთში საქართველოს შსს-მ და საბერძნეთის პოლიციამ ერთობლივად ჩაატარეს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

„არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან — ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“)“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართველი ემიგრანტი იტალიაში მეოთხე სართულიდან გადმოხტა - დაღუპულის ოჯახის ვერსიები

არსებული  ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების ცნობით, 17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სსკ-ის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0