„ქართული კენკრა“ საკუთარ პლანტაციასთან საავტომობილო გზის გაყვანას ეწინააღმდეგება
„იმედს ვიტოვებთ, რომ ბიომეურნეები არ დავიჩაგრებით და გზა ან გადაიწევს დიდი დაშორებით, ან კომპენსაციას მოგვცემენ და ჩვენ თვითონ გადავალთ", – განუცხადა "ქართული კენკრის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თეა ქუთათელაძემ ტელეკომპანია "მაესტროს".
"ქართული კენკრა" 2017 წელს ჩაერთო პროგრამაში "დანერგე მომავალი" და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან 35 805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17 500 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.