ფრინველის გაყინული ხორცი მხოლოდ შეფუთული გაიყიდება - კანონში ცვლილება შევიდა

© Sputnik / Levan Avlabreliქათამი დახლზე
ქათამი დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგენილებაში ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 14 მაისს შევიდა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო ხდება, იუწყება საქართველოს მთავრობის ვებგვერდი.

შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილებაში.

ქათმის ხორცის პროდუქტები - Sputnik საქართველო
სურსათის სააგენტომ თურქული ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა

ცვლილებების თანახმად, საცალო ვაჭრობაში საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით განთავსებული ფრინველის გაყინული ხორცი უნდა იყოს შეფუთული. 

ამასთან ერთად, საცალო ვაჭრობაში განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს.

დადგენილებაში ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 14 მაისს შევიდა.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება სადისტრიბუციო ტერმინალებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებული სასადილოებს, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტებს, რესტორნებსა და სურსათთან დაკავშირებულ მსგავსი მომსახურების გამწევ ობიექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0