რატი წითელაძის გამარჯვება კანში და გულისტკივილი

© FB / Rati Tsiteladzeრატი წითელაძე
რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცარიელი სახლის" სცენარი კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d'Andé-ს გამარჯვებული გახდა

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ფილმ „ცარიელი სახლის” სცენარი კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d’Andé-ს გამარჯვებული გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის რეჟისორი რატი წითელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ცარიელი სახლის" სცენარი წარდგენილი იყო საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარის პრიზზე.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერის შესახებ „ოსკარის“ ნომინანტების ნუსხაშია

„რატი წითელაძე Festival de Cannes Cinéfondation-ის რჩეული რეჟისორი გახდა და PRIX Moulin d’Andé-Céci პრიზი გადაეცა. 

Moulin d’Andé – Centre des écritures cinématographiques ისეთ ცნობილ რეჟისორებს მასპინძლობდა, როგორებიც არიან François Truffaut, Alain Cavalier და მრავალი სხვა“, — წერს რატი წითელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.

„ცარიელი სახლი“ ასევე შერჩეული იყო მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პლატფორმაზე.

ამავე სცენარით რატი წითელაძე შეარჩიეს ათ პროდიუსერს შორის Berlinale —Berlin International Film Festival Project Market-ზე.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის პრიზი მიიღო

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2018 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსი, რომელშიც რატი წითელაძის „ცარიელი სახლის“ სცენარი მონაწილეობდა, თუმცა ის კონკურსის მეორე ტურშიც ვერ გადავიდა და შესაბამისად დაფინანსება ვერ მოიპოვა. რატი წითელაძე აცხადებს, რომ ფილმ „ცარიელ სახლს“ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განგებ ბლოკავს და დაფინანსებაზე უარს ეუბნება.

კონკურსი 13 აპრილს დასრულდა. საბოლოოდ შეირჩა 12 პროექტი, და თითოეულ პროექტს კინოცენტრი 5 000 ლარით დააფინანსებს.


ყველა ახალი ამბავი
0