თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე მეოთხე შვილს ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
კახა კალაძემ Instagram-ზე ფეხმძიმე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს 13 ათასზე მეტი მოწონება და 230-მდე კომენტარი აქვს.
ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. წყვილმა ერთმანეთი მილანში გაიცნო. მათ 2008 წელს იქორწინეს და ამჟამად სამი ვაჟი — ლევანი, კახა და ვაჩე ჰყავთ.