თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის 102-ე საჯარო სკოლასთან მდებარე ძველ სპორტდარბაზში ახალგაზრდების მიერ მოწყობილი გამოფენა ორგანიზატორებს დღეს დარბეული დახვდათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
20 მაისი 2018, 11:38
„ეს შენობა მიტოვებული არის დაახლოებით 15 წელია. მივედით, დაველაპარაკეთ სკოლის დირექტორს, ავიღეთ ნებართვა. გავაკეთეთ გამოფენა. გუშინ იყო გახსნა, დღეს რომ მოვედით, ნამუშევრები დაგვხვდა დალეწილი, ზოგი ნახატი მოპარული,“ — განაცხადა ნიკა გრძელიშვილმა.
ახალგაზრდების თქმით, წაღებულია ტექნიკა — ტელევიზორი და დინამიკები.
„დაზიანებულია ინსტალაციები, ჩამოგლეჯილია კედლიდან ნამუშევრები და მიგრაფიტებულია: „ბოდიში რომ თქვენი შედევრები წავიღეთ“, — აღნიშნა გიორგი გელაძემ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
