ავიაკატასტროფა კუბაში - ექიმები გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

© REUTERS / Marcelino Vázquez Hernández/ACN/Handoutავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს
ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰავანასთან მომხდარ ავიაკატასტროფაში გადარჩენილებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს, რის გამო მათი სიცოცხლე საფრთხეშია

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. კუბაში, ჰავანასთან სამგზავრო Boeing-737-ის ჩამოვარდნის შედეგად სამი ქალი გადარჩა, რომლებიც სტაბილურ მდგომარეობაში არიან, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს, იუწყება РИА Новости ტელეარხ CubaTV-ზე დაყრდნობით.

ავიაკატასტროფა კუბაში პარასკევს მოხდა. ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 110 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფა კუბაში: ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან გადარჩენილები

„ჰემოდინამიკის თვალსაზრისით მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათი სიცოცხლეს ისევ საფრთხე ემუქრება იმ ტრავმების გამო, რომელიც მათ მიიღეს. მათ მედიკოსთა ინტენსიური ჩარევა დასჭირდებათ“, — განაცხადა კლინიკა Calixto García-ს დირექტორმა კარლოს ალბერტო მარტინესმა.

ბორტინჟინერი, რომელიც რეისს ემსახურებოდა და რამდენიმე წუთით ადრე გაფრინდა, მიიჩნევს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იქნებოდა.

„მის ჩამოვარდნამდე 13 წუთით ადრე ჩენი ეკიპაჟი, რომელიც სხვა შიდა რეისს ასრულებდა, სანტიაგო-დე-კუბას პროვინციაში გაფრინდა. ვეკონტაქტეთ რადიოკავშირით… დღეს (პარასკევს) დილით დაახლოებით 11 საათზე ჩენ, ორივე ეკიპაჟის წევრები, ტერმინალში შევხვდით, რომ გაფრენის წინ გვესადილა და ცოტა ხანი გვესაუბრა. ასე ვეღარ შევხვდებით უკვე ერთმანეთს — სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო, რომელიც ლაინერზე მოხდა“, — მოჰყავს ბორტინჟინრის სიტყვები პორტალ Cubadebate-ს.

თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო კუბაში ოფიციალური გლოვა გამოცხადდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0