თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საზღვაო კურორტებზე ზღვის სეზონის დაწყებას ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
შავ ზღვაში ბანაობის სეზონი წყლის 20 გრადუსამდე გათბობის შემდეგ იხსნება.
ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, შავი ზღვის წყლის ტემპერატურა დღეის მდგომარეობით 18 გრადუსია.
ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე დღეა, შავ ზღვაზე ადგილობრივების და დამსვენებლების ნაწილი ზღვაში ბანაობს და ნაპირზე ირუჯება.