თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.
თვითმხილველების განცხადებით, დიდი სისწრაფით მომავალი სატვირთო ჯერ ქვეითად მოსიარულეებს, შემდეგ კი მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა).