ირმა ხარშილაძე: „ეს კონკურსი ჩემთვის დიდი გამოწვევაა”
„ჩემი რომანის „მანძილი შენამდე“ 25 გვერდი სამ ღამეში დავწერე, შესარჩევი ტური გავიარე და ახლა ჩემი და დანარჩენი კონკურსანტების ნაწარმოები უკვე მკითხველის სამსჯავროზეა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ირმა ხარშილაძემ.
ირმა ხარშილაძე — ჟურნალისტი, მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველ არხზე, 2005 წლიდან დღემდე „პალიტრა მედიის“ ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა გაზეთ „ყველა სიახლეში“, ჟურნალ „გზაში“, გაზეთ „კვირის პალიტრაში“. არის გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტების მენეჯერი და წიგნების ავტორი–შემდგენელი.