მარგველაშვილი: ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გამოვკეტეთ, მესამე დარბის სხვა ქვეყნებში
„სააკაშვილის გასამართლებაზე ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ამ მუხლით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სირცხვილია. იურისპრუდენციის სირცხვილია პირველ რიგში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ვერ დადო ცივილიზებულობის სტანდარტი – ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ, მეორე არ გამოვკეტოთ სახლში და მესამე პრეზიდენტი არ დარბოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში.