Check–in „წმინდა პარლამენტი" – ლგბტ აქტივისტები დღეს აქციას „ფეისბუქზე“ გამართავენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშილგბტ-საზოგადოების დროშა
ლგბტ-საზოგადოების დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2013 წელს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის სასტიკად დარბევის შემდეგ ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვით მიმდინარეობს

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის გაუქმების შემდეგ ლგბტ–აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ონლაინ–აქცია დაგეგმეს, ნათქვამია ონლაინ–აქციის ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობას", რომელიც ლგბტ–საზოგადოების უფლებებს იცავს, 17 მაისს თბილისში უნდა აღენიშნა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამავე დღეს კონტრაქციის მოწყობას აპირებდნენ ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. თუმცა, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით „თანასწორობის მოძრაობამ" აქცია გააუქმა.

ლგბტ პირებისა და მათი მხარდამჭერების ონლაინ–აქციისთვის ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი სახელწოდებით „საქართველოს წმინდა პარლამენტი". აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, 19:00 საათზე Facebook-ის სპეციალურ გვერდზე თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ.

„ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 19:00 საათზე ონლაინ–აქციას ვიწყებთ! თუ პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ–სივრცეში იმავე დროს საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით", – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლგბტ-საზოგადოების აქტივისტები - Sputnik საქართველო
აქციები გაუქმებულია: ლგბტ-საზოგადოება თბილისის ქუჩებში აღარ გამოვა

ორგანიზატორების მითითებით, აქტივიტებს შეუძლიათ Facebook-ის სპეციალურ გვერდზე თავი შესაბამისი ტექსტის მითითებით მოინიშნონ.

„ტექსტში ასევე შეგიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას: „პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; „პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; „იყო და არა იყო რა! — შსს-ს დაპირებები"; „შსს — დაჯექი! ორიანი!"; „ქართული მარში გაგხვევს შარში", – ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისს საქართველოში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე აღინიშნება, რომელიც 2013 წლიდან დაარსდა, როდესაც ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა.

იმ დროიდან ლგბტ–საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვით მიმდინარეობს, ხოლო ოჯახის სიწმინდის დღე ფართოდ აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0