თბილისი, 16 мая — Sputnik. ანტირუსულ სანქციებზე სარკისებური ზომები ყველაზე მეტად ეფექტური და ქმედითია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.
პოლიტიკოსმა უპასუხა შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთი სარკისებური პასუხების პრაქტიკას, თუ აშშ ან სხვა ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ გაამკაცრებენ.
„ცხოვრება აჩვენებს, რომ როგორც წესი, სარკისებური ზომები ყველაზე მეტად საგრძნობი და ქმედითია. ბუმერანგის ეფექტი მუშაობს. აშშ-ის მიმართ კონტრაქციების შესახებ კანონი, რომელსაც მალე სახელმწიფო დუმა მიიღებს, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მის საფუძველზე მთავრობა მიიღებს, უდავოდ, ასეთ ეფექტს გამოიწვევს. ნეგატიურ შედეგებს იგრძნობს რამდენიმე ამერიკული კომპანია, აშშ-ის ეკონომიკის რამდენიმე დარგი“, — განაცხადა მატვიენკომ.
მან გაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მიერ გატარებული სანქციების პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, გაეროს წესდებასთან და სხვა აქტებთან.
„დღეს ყველა საფუძველი არსებობს განვაცხადოთ, რომ ეს პოლიტიკა სრულ მარცხს განიცდის, რადგან მის ინიციატორებს არანაირი დივიდენდი არ მოუტანია — არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც მორალური. დიახ, არსებობს გარკვეული ნეგატიური ფაქტორი, რომლის არ დანახვა და იგნორირება არ შეგვიძლია, თუმცა ჩენი განვითარების შეჩერება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების შერყევა, რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნა მათ არ შეუძლიათ“, — განაცხადა მატვიენკომ.
მოსკოვს იმედი აქვს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკაზე უარს იტყვიან.