ბორჯომში ავარიას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 27 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს დილით მესხეთის ქუჩაზე მოხდა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა").


ყველა ახალი ამბავი
0