თუ გსურთ კულტურული შოკის მიღება, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვენა. ვენა — ეს არის ხელოვნების, მუსიკისა და რომანტიკის ქალაქი–დღესასწაული. ამ ქალაქს თავისი განუმეორებელი შარმი აქვს განსაკუთრებული შენობებით, ღვინით, მიმზიდველი და მყუდრო კაფეებით, ყავახანებითა და განუმეორებელი ყავით.
ავსტრიის დედაქალაქი ვენა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ის ერთ-ერთია იმ ცხრა ავსტრიული პროვინციიდან, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობს (1,8 მილიონი ადამიანი). დუნაის ნაპირებზე გადაჭიმული ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და ულამაზესია ევროპაში, თავისი მდიდარი ისტორიითა და უამრავი ღირსშესანიშნაობით. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში გიამბობთ, თუ რა არ უნდა გამოგრჩეთ ვენაში მოგზაურობისას.

ვენაშია მსოფლიოში უძველესი და ულამაზესი ზოოპარკი, რომელიც დაარსდა 1752 წელს. იგი ექსპერტებმა (Anthony Sheridan) ევროპის საუკეთესო ზოოპარკად აღიარეს. აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და საკმაოდ კარგადაა შენახული ბაროკოს სტილში აშენებული შენობები. ვენის ზოოპარკი ცნობილია უზარმაზარი პანდებით, ველური ჯუნგლების ორსართულიანი სექციით და ვარდისფერი ფლამინგოებით

უჩვეულო არქიტექტურა აქვს კარლსრიხის, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესიას, რომელიც შავი ჭირისგან დამცველად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე ცნობილი ბაროკოს სტილის შენობაა ვენაში

ავსტრიის პარლამენტი აშენებულია 1874–1883 წლებში. იგი ვენის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა. ცოტა მოგვიანებით მის წინ ათენა პალადას დახვეწილი სკულპტურა დაიდგა

მსოფლიო მუსიკალური ცენტრის სახელი, რასაც ვენა უკვე მრავალი საუკუნეა ატარებს, XIX ასწლეულში გაამყარა ვენის ოპერის შენობამ, რომელიც დღესაც ავსტრიის უდიდესი მუსიკალური თეატრია. აქ ტარდება უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის, ცნობილი ვენური მეჯლისი. მდებარეობს ქალაქის ცენტრში

კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი – ჰუნდერტვასერის სახლი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. ეს ნაგებობა 1983-1986 წლებში აშენდა ფრიდენსრეიჰ ჰუნდერტვასერის პროექტით და ის მსოფლიოს არც ერთ სხვა შენობას არ ჰგავს – სახლს არ აქვს ერთი სწორი ხაზიც კი, თუმცა, ბევრია სიმწვანე და სხვადასხვა ფერის კედლები, სახურავზე – მიწა და ბალახი

ვენაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ვენის პრატერი“ – უზარმაზარი პარკი და დასასვენებელი ზონა. ასობით ატრაქციონთან ერთად აქ არის ცნობილი „ეშმაკის ბორბალი

პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის პანორამით შეგიძლიათ დატკბეთ „ეშმაკის ბორბლიდან“, რომელიც პრატერის პარკში მდებარეობს. ის 64.75 მეტრი სიმაღლისაა და ბრიტანელმა ინჟინრებმა ააგეს 100 წლის წინ