დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
„ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ“, — განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, უნდა მივიღოთ იმგვარი სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას და არა გაზრდას.