თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ ფილიალში ძარცვა მოლარემ აღკვეთა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არასრულწლოვანმა მძარცველმა მაღაზიის სალაროდან 65 ლარი მოიტაცა და გაქცევა სცადა. მაგრამ მან შორს წასვლა ვერ შეძლო, მას მაღაზიის თანამშრომლები დაედევნენ. მაღაზიის გარეთ მოლარესა და მძარცველს შორის ხელჩართული ჩხუბის შემდეგ ბოროტმოქმედი ისევ მაღაზიაში შეიყვანეს, თანხა დააბრუნებინეს და სამართალდამცველები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს.
„ორ ნაბიჯში" მისულ პოლიციას მაღაზიის კონსულტანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ბიჭი დახვდა.