ნარკორეალიზებაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ.

თბილისი 13 მაისი — Sputnik.  ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროკურატურა სასამართლოს მათი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს  12:00 საატზე მიმართავს და  რვავე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო
პარლამენტის წინ პოლიციამ კარვების დაშლა დაიწყო - ვიდეო

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ. ადვოკატები გირაოს თანხასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ დაკავებულის ოჯახის წევრებთან აპირებენ.

ერთ-ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ არც ერთი ტიპის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენოს.

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით დაკავებულებს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს წარედგინათ.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციაში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს

შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა  ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“,  „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ –  ჩაატარა. 

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს. დაკავებულების უმრავლესობა კი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0