პარლამენტთან აქცია დასრულდა

გამოწერა
საპროტესტო აქცია 15:00 საათზე განახლდება

თბილისი 13 მაისი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია დასრულებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდები შაბათს გამართულ აქციაზე თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ამჟამად პარლამენტთან აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

დღეს 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდება.

ახალგაზრდების ღამის მიტინგი რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირი მოდურ ღამის კლუბად იქცა

„დღეს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან. არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის“, — ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.

პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ ღამე კარვებში გაათენეს, რომელიც პოლიციამ დღეს დილით აიღო. პოლიციელებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თავად აშალეს.

ამასთან, დღეს დილით პარლამენტთან  სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამი პირი ამხილა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის თქმით, აღნიშნული პირები აქციის მონაწილეები არ ყოფილან.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო
პარლამენტის წინ პოლიციამ კარვების დაშლა დაიწყო - ვიდეო

შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა  ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“,  „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ –  ჩაატარა. 

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.


ყველა ახალი ამბავი
0