ისრაელი „ევროვიზია-2018“-ის გამარჯვებული გახდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმომღერალი ნეტა ბარზელაი (ისრაელი)
მომღერალი ნეტა ბარზელაი (ისრაელი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიაზე“ პირველ ადგილებზე არიან ისრაელის, კვიპროსის და იტალიის კონკურსანტები

თბილისი 13 მაისი — Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2018“-ის გამარჯვებული ისრაელის მონაწილე ნეტა ბარზელაი გახდა.

ჟიურისა და მაყურებლის კენჭისყრის შედეგად ბარზელაიმ 529 ქულა დააგროვა. მან იმღერა სიმღერა Toy („სათამაშო“).

მეორე ადგილი კვიპროსს ერგო (436 ქულა), მესამე — იტალიას (308 ქულა).

წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობდა 43 ქვეყნის კონკურსანტი, მათგან ფინალში 26 გავიდა.

„ევროვიზია-2018“-ის ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ისრაელი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, კვიპროსი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა, სერბეთი, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.

„ევროვიზია-2018“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით ჩატარდა. 2017 წელს კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა, მან სიმღერა Amar pelos dois იმღერა.

ყველა ახალი ამბავი
0