გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონი ლარი გამოიყოფა

© photo: TV Kvemo Kartliსაბაგირო გუდაურში
საბაგირო გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საბაგიროები 2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის უნდა იყოს მზად.

თბილისი 13 მაისი — Sputnik. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" გუდაურში ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვით შეისყიდის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში იგეგმება არსებული საბაგიროებიდან „პირველი" საბაგიროს და,„სოლიკოს" დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე „კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქცია, დამოკლება და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საბაგიროს მშენებლობა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა

ახალი საბაგიროები 2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის უნდა იყოს მზად. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი ლარია.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა. კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო „საძელეზე“ შეწყდა ელექტროენერგია, ვიზიტორების საევაკუაციო სამუშაოების დაწყებამდე საბაგირო გაურკვეველი მიზეზების გამო საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა. სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა, რის გამო საბაგიროზე 10 მგზავრი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0