ვინ გავიდა „ევროვიზია-2018“-ის ფინალში: ფინალისტი ქვეყნები

© Photo: courtesy of EuroVision / Thomas Hanses „ევროვიზიის“ კონკურსისთვის მომზადება
„ევროვიზიის“ კონკურსისთვის მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზია-2018“-ის ფინალში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სიმღერის ყველაზე პოპულარული კონკურს „ევროვიზია-2018“-ის The Grand Final-ამდე რამდენიმე საათი დარჩა — შაბათს Altice Arena —ზე ლისაბონში პირველი და მეორე ნახევარფინალების გამარჯვებულები და ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

ეს ექვსი ქვეყანა კონკურსის მუდმივი მონაწილეები არიან — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია, როგორც გასული წლის გამარჯვებული ქვეყანა.

პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები 8 მაისს გახდნენ ისრაელი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, კვიპროსი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი, ირლანდია და ლიტვა.

მეორე ნახევარფინალმა კიდევ ათი ფინალისტი გამოავლინა. ეს არის სერბეთი, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.

სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა საქართველოს წარმომადგენელი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“. 2007 წლიდან „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლებმა სიმღერა მშობლიურ ენაზე შეასრულეს („შენი გულისათვის“).

„ირიაო - Sputnik საქართველო
მუსიკა იმარჯვებს თუ პოლიტიკა: საქართველოს წარუმატებლობის მიზეზი ევროვიზია 2018-ზე

კონკურსის ფინალში ასევე ვერ მოხვდა რუსეთის წარმომადგენელი იულია სამოილოვა სიმღერით I won't break.

ამგვარად, „ევროვიზია-2018“-ის ფინალში 26 ქვეყანა მოხვდა. მონაწილეები მაყურებლის წინაშე შემდეგი რიგითობით წარდგებიან:

1. უკრაინა: MELOVIN — Under the Ladder

2. ესპანეთი: Alfred and Amaia — Tu canción

3. სლოვენია: Lea Sirk — Hvala, ne!

4. ლიტვა: ევა ზასიმაუსკაიტე — When We're Old

5. ავსტრია: სეზარ  სემპსონი — Nobody But You

6.ესტონეთი: ელინა ნეჩაევა — La Forza

7.ნორვეგია: Alexander Rybak — That'S How You Write АSong

8. პორტუგალია: Claudia Pascoal — O jardim

9. დიდი ბრიტანეთი: SuRie — Storm

10. სერბეთი: Sanja Ilić & Balkanika — Nova deca

11. გერმანია: Michael Schulte — You Let Me Walk Alone

12. ალბანეთი — ევგენტ ბუშპეპა Mall

13. საფრანგეთი: Madame Monsieur — Mercy

14. ჩეხეთი — მიკოლას იოზეფი — Lie to Me

15. დანია: Rasmussen — Higher Ground

16. ავსტრალია: Jessica Mauboy — We Got Love

17. ფინეთი: — Саара Аалто — Monsters

18. ბულგარეთი: EQUINOX — Bones

19. მოლდოვა: DoReDos — My Lucky Day

20. შვედეთი: Benjamin Ingrosso — Dance You Off

21. რუმინეთი: The Humans — Goodbye

22. ისრაელი: ნეტა ბარზილაი — Toy

23. ნიდერლანდები: Waylon — Outlaw in 'Em

24. ირლანდია: — რაიან ო’შონესი — Together

25. კვიპროსი: ელენი ფურეირა— Fuego

26. იტალია: Ermal Meta and Fabrizio Moro — Non mi avete fatto niente

„ევროვიზიის“ მონაწილეების საფინალო გამოსვლის ტრანსლაცია ლისაბონიდან თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0