თბილისის ღამის კლუბებში დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლებულია

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ თბილისში
სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექა წიქარიშვილი და ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. კლუბ „ბასიანთან“  გამართულ აქციაზე დაკავებული  „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომელი გიორგი ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი, გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამივე მათგანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. დაკავებულები საგარეჯოში წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია. ელისო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელი ზვიად გელბახიანიც გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: დაკავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა

გათავისუფლებულია ასევე მოძრაობა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში რვა ადამიანი მოხვდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმების მიუხედავად, ნარკორეალიზატორების მიმართ მთავრობის პოლიტიკა მკაცრი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0