თბილისში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerთსუ-ს პირველი კორპუსის შენობა
თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს დაფარავს

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამეცნიერო ცენტრის მიზანი კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ცენტრი საქართველოს გარდა დაფარავს ასევე სომხეთს და აზერბაიჯანს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა კავკასიის რეგიონში, აღნიშნავენ უწყებაში.

სკოლა - Sputnik საქართველო
ახალი ეტაპი სასკოლო განათლების განვითარებაში: მთავრობის პრიორიტეტები

„თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობა იქნება ნიშანი აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის, გააფართოვონ ევროპის აკადემიური საზოგადოების როლი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და განავითარონ ევროპული კვლევითი სივრცე“, — აღნიშნავენ სამინისტროში.

ევროპული აკადემია (Academia Europaea) — საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპული ქვეყნების წამყვან მეცნიერებს აერთიანებს. ის 1988 წელს „საერთოევროპული სახლის“ და გაერთიანებული ევროპის კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა.

აკადემია მოიცავს სექციებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა ძირითადი განხრის მიხედვით. ბოლო მონაცემებით, აკადემია აერთიანებს 3 800 მეცნიერს, მათ შორისაა 52 ნობელის ლაურეატი.


ყველა ახალი ამბავი
0