თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ მომიტინგეთა მოთხოვნები გაახმოვანა

თბილისი, 12 მაისი – Sputnik.ახალგაზრდობა, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში ნარკომოვაჭრეთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციის ქმედებებს აპროტესტებს, კვლავ შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე თბილისში, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ თითქმის მთელი ტერიტორია გაავსეს. პოლიცია ტროტუარის გასწვრივ დგას და მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

მოვლენებს უამრავი ჟურნალისტი აშუქებს.

აქცია მიმდინარეობს სლოგანით “ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ!“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას დააკვირდება

სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“. კლუბებში მოულოდნელად შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. იქ მყოფი ყველა ადამიანი და პერსონალი გარეთ გაიყვანეს. აღნიშნულ კლუბებში სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სხვადასხვა ვერსიით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 20-დან 70-მდე ადამიანი დააკავეს კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარდა.

მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ღამის სპეცოპერაცია თბილისში: პოლიციასთან შეტაკებისა და დაკავების კადრები - Sputnik საქართველო
მშფოთვარე ღამე თბილისში: ნარკორეალიზატორთა დაკავება და ახალგაზრდების პროტესტი

„დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“, — გაახმოვანა მომიტინგეთა მოთხოვნები მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში ჩატარდა ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

ყველა ახალი ამბავი
0