დაკავებები საქართველოში: თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს7 935 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი  პირი დააკავა და 8 ამხილა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ანტონ ხ ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის  მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 7935 ლარის ოდენობით“, — აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
რა კავშირია ინტერპოლსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ პირს შორის

მოქალაქე ანტონ ხ. თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გ.; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზაურ მ.; კომისიის წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი ე.; კომისიის წევრი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მამუკა პ.; კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მუხრან ხ.

თბილისის სასამართლომ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი გაამართლა >>

„კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ანტონ ხ.-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე და 342-ე მუხლით (თაღლითობა, ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0