ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია თელავში გაიმართება

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება, აბიტურიენტები კი ტესტირების შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თელავში 13 მაისს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია გაიმართება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრის ცნობით, სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც საგამოცდო ცენტრად თელავი მიუთითეს და 28 აპრილის ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ტესტირებისთვის რეგისტრაცია 8 მაისს 16:00 საათზე დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge. ტესტირება თელავის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება, აბიტურიენტები კი ტესტირების შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
რეგისტრაცია დასრულდა - აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელოდება

აბიტურიენტები ტესტის ბუკლეტზე იმუშავებენ, პასუხებს კი აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული (ვერბალური და მათემატიკური) ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ასევე გაიმართება ქუთაისში და ის, სავარაუდოდ, ივნისის პირველ რიცხვებში ჩატარდება.

გამოცდების იმიტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტ #სანდოთანამგზავრის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ პროექტ goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

ყველა ახალი ამბავი
0