თბილისში 69 წლის ასაკოვანმა მამაკაცმა 29 წლის მამაკაცი დაჭრა

გამოწერა
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  29 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრული - Sputnik საქართველო
შურისძიება ხაშურში: დაჭრილი მეუღლე, მოკლული მაზლი

შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე, გუშინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 69 წლის ასაკოვანმა მამაკაცმა  ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი ბარძაყის არეში დაჭრა. დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 118-ე („ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება") და 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება") მუხლებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0