საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა

გამოწერა
მამაკაცი, რომელსაც სხეულის 80% აქვს დამწვარი, თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი ცხელ გუდრონში ჩავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი სოფელში სახლს აშენებდა. უბედური შემთხვევა სამშენებლო სამუშაოების პროცესში მოხდა.

მამაკაცი თავდაპირველად საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სირთულის გამო იგი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს სხეულის 80% აქვს დამწვარი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0