ქართველი მოგზაური, რომელმაც კიერაგბოლტენი დაიპყრო

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე
ნესტან ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ნესტან ცერცვაძეა. იგი თავს ახალბედა მოგზაურს უწოდებს. ჯერ მხოლოდ რვა ქვეყანაშია ნამყოფი და ამბობს, რომ წინ დიდი გეგმები აქვს.

ამ ეტაპზე ნესტანი ახალი პროფესიის შესწავლით არის დაკავებული, პარალელურ რეჟიმში კი უცხოელ მეგობრებს  საქართველოს დათვალიერებაში ეხმარება.  აქვს სურვილი მომავალში სამოგზაურო კომპანია გახსნას და საკუთარი გამოცდილება  სხვებსაც გაუზიაროს.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე ესტონეთში
ნესტან ცერცვაძე ესტონეთში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე ესტონეთში

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობას?

— არც ისე დიდი ხანია, რაც მოგზაურობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ჯერ დამწყებ მოგზაურად ვითვლები, თუმცა თუ მოგზაურობის სიყვარულით,,მოიწამლები’’ ძნელია უარი თქვა შემდეგ ამაზე. მოგზაურობას ძალიან საინტერესო თავგადასავლები ახლავსთ თან. რაც არ უნდა ზუსტად გქონდესთ ყველფერი გათვლილი, სწორედ  ეს არის ჩემთვის მოგზაურობის ძირითადი ხიბლი.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე პოლონეთში
ნესტან ცერცვაძე პოლონეთში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე პოლონეთში

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

— დაახლოებით ოთხი წლიდან დავიწყე ფულის შეგროვება, რომ ამერიკაში წავსულიყავი. ტელევიზორის ეკრანიდან  ნიუ იორკის ცათამბრჯენების ნახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქედან მოყოლებული არასდროს განელებულა სურვილი საზღვარარეთ წასვლისა. და გასულ წელს შევიტყვე  EVS- ს პროექტის შესახებ, რომელსაც Erasmus+ ახორციელებს. რუსთავში არსებულ ერთ-ერთ არასამთვარობო ორგანიაზაციას ჰქონდა საიტზე დადებული ერთ წლიანი პროექტი ლატვიაში. მივხვდი, რომ ზუსტად ის იყო რასაც ვეძებდი. გავაგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, მივიღე დადებითი პასუხი და  2016 წლის 4 ნოემბერს გადავკვეთე  საზღვარი.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე ლიტვაში
ნესტან ცერცვაძე ლიტვაში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე ლიტვაში

არ დაგიმალავთ და ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან მეშინოდა, რადგან ერთი წელი საკმაოდ დიდ დროდ მიმაჩნდა ოჯახთან განშორებისთვის. რიგაში ღამით ჩავფრინდი, აქ მზიანი საქართველო დავტოვე, იქ კი ჩემდა გასაკვირად ძალიან დიდი თოვლი დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი თოვლთან შესახვედრად, ჩემზე მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვითმფრინავის ფანჯრებიდან დანახულმა თოვლის დიდმა მასამ, რასაც თან ყინვა ახლდა. ბალტიის პორეთის ქვეყნები გამოირჩევა სიცივით, ზაფხული მხოლოდ ერთი თვე ან თვე ნახევარი გრძელდება, რასაც თან „თეთრი ღამეები’’ ახლავს. თუ გაგიმართლად ლატვიის ზოგიერთ მხარეს შეიძლება „ჩრდილოეთის ნათებაც’’ შენიშნოთ, სამწუხაროდ მე მხოლოდ ფოტოებზე მოვახერხე მათი ნახვა. დანარჩენი დრო უხვნალექიანია. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ძალიან მიყვარს, სიმართლე გითხრათ გამიჭირდა მთელი წელი ასეთ ამინდთან შეგუება. დიდი სურვილი მქონდა, მარტო კი არ მომენახულებინა ლატვიის სხვადასახვა მხარე, არამედ გამეცნო მთლიანი ქვეყანა და მისი კულტურა. ამაში სიცივეებს ხელი არ შეუშლია. პროექტის დასასრულს ვიგრძენი, რამდენად შემიყვარდა ეს ქვეყანა: მოვიხიბლე მათი შრომისმოყვარეობით და მიზანსწრაფულობით, მათზე დაკვირვებით ბევრი რამ ვისწავლე. დღეს უამრავი მეგობარი მყავს რომლებთანაც აქტიური კავშირი მაქვს. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ვუსმენ ლატვიურ მუსიკას და, თუმცა ლატვიური ენის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, შემიძლია რაიმე მარტივი წინადადება წარმოვთქვა.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე ლატვიაში
ნესტან ცერცვაძე ლატვიაში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე ლატვიაში

- ეს გახდათ საწინდარი თქვენი მოგზაურობების? ალბათ ძალიან გაგიმძაფრდათ მოგზაურობის სურვილი…

— მიუხედავად იმისა რომ უკვე სხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი და ვმოგზაურობდი, სხვადასხვა ქვეყნების მონახულების სურვილი კიდევ უფრო მძაფრი იყო. ამიტომ დავგეგმე მოკლე ტური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე ბერლინში
ნესტან ცერცვაძე ბერლინში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე ბერლინში

- რამდენი ქვეყანა მოინახულეთ?

— დღეს უკვე რვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია. თითოეულმა ქვეყანამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუმცა ნორვეგიაში Kjeragbolten დაუვიწყარი იყო. ამ ქვეყანაში წასვლა ძალიან გვინდოდა მე და ჩემს მეგობარს. უნდა უნდა  ვაღიარო, მას უფრო დიდი სურვილი ჰქონდა. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება, ასევე ვკითხე მეგბრებს, თუმცა ყველამ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, ძალიან მაღალი ფასების გამო. როდესაც იმედი დავკარგეთ მოხდა ისე, რომ მეგობარმა გაგვაცნო თავისი მეგობარი, რომელიც ნორვეგიაში ცხოვროდა და თან ძალიან უყვარდა საქართველო. მან გვითხრა, რომ აპირებდა Kjeragbolten-ის მონახულებას და თუ სურვილი გვქონდა ჩვენც შეგვეძლო მასთან ერთად წასვლა.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე ნორვეგიაში
ნესტან ცერცვაძე ნორვეგიაში - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე ნორვეგიაში

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის დასაწყისში ვეწვიეთ ნორვეგიას, მაინც ძალიან ციოდა. ადგილი სადაც ჩავფრინდით Kjeragbolten-ი შვიდი საათის სავალ მანძილზე იყო. სამწუხაროდ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ნისლი იყო, თუმცა თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას მაინც ვახერხებდი. მოგზაურობისას მივეჩვიე, რომ ყველგან, სადაც მივდიოდი გზები საკმაოდ მოწესრიგებული იყო და რადგან ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ნორვეგიაში, ვერ მოვასწარი Kjeragbolten-მდე მისასვლელი გზა მომეძებნა ინტერნეტში. არც მიფიქრია, რომ სამი მთა უნდა გადამელახა დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. ეს გზა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. თუ გადაწყვეტთ ამ ადგილის მონახულებას და მინიმუმ ბავშვობაში სოფელში მთებში თუ არ გივლიათ ლაშქრობაზე, ასეთ სალ კლდეებზე სიარული ძალიან გაგიჭირდებათ, მით უმეტეს თუ წვიმა დაემთხვა, რადგან ფეხი ძალიან ცურავს. განსაკუთრებით საშიშ ადგილებზე მოაჯირებია გაკეთებული და მთავარია მათ ჩაეჭიდოთ. სიმართლე გითხრათ ერთ ადგილას ფეხი მეც მომიცურდა და ერთმა რუმინელმა გოგონამ გადამარჩინა. ასე, რომ გზაზე მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. გზას დილით ადრე გავუყვით, რადგან საღამოს ოთხი საათის შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია, მალე დაბნელდებოდა. თუმცა მთებს შორის არის ქოხი, სადაც შეგვეძლო თავის შეფარება. ქოხი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც დაგეხმარებათ ღამე მშვიდად გაათიოთ ან დაშავების  შემთხვევაში ვერტმფრენს დაელოდოთ. იქვე არის ჩანაწერების წიგნი და შეგიძლიათ თქვენი შთაბეჭდილებები გაუზუაროთ სხვებს.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე
ნესტან ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე

დაახლოებით 4 ან 5 საათი ვიყავით გზაში. იმის გარდა, რომ რთულად გასავლელი გზაა, თქვენს წინ თვალწამრტაცი ხედები იშლება და რთულია არ შეჩერდე ერთი წუთით მაინც. ბოლოს მივაღწიე დანიშნულების ადგილს და ქვაზე დამდგომ მსურველებს შორის დავდექი და აი… ჩემი რიგიც დადგა დავმდგარიყავი ქვაზე, რომლისკენაც ასე მივიწევდი. სიმაღლის ძალიან დიდი შიში მაქვს და ბოლო წუთამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი იქ დგომის შესაძლებლლობა. თან  ჩემი გული გამალებით ცემდა და მუხლები მიკანკალებდა, თუმცა… საბოლოოდ  მეგობრების დახმარებით მოვახერხე ქვაზე გადასვლა, ეს საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი იყო. თუ გაგიმართლებთ შეიძლება ხელის თხოვნის ულამაზეს სცენას შეესწროთ თქვენი რიგის მოლოდინში. საღამოს კი მზის  ჩასვლით დავტკბით Lysebotn-ში.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე მეგობრებთან ერთად
ნესტან ცერცვაძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე მეგობრებთან ერთად

- შთამბეჭდავია. ვოიაჟის დროს ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რამდენად საინტერესოა მათთან ერთად მოგზაურობა?

— მარტო მოგზაურობა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ისეთ ადამიანთან ერთად ვარჩევ წასვლას ვისთანაც რაღაც საერთო მაქვს, თუმცა ვცდილობ  მოგზაურთა რაოდენობამ სამს არ აღემატებოდეს, რადგან ამ დროს ხშირია აზრების გაყოფა, რაც ზოგჯერ დამატებით სირთულეს ქმნის. მოგზაურობა რაც არ უნდა იდიალურად დაგეგმოთ, მოულოდნელი სიურპრიზები ყოველთვის იჩენს თავს. ასეთი მოულოდნელობები უფრო საინტერესოს ხდის თქვენს  მოგზაურობას და ვოიაჟის დასასრულს  აღმოაჩენთ, რომ კიდევ ერთი ძალიან კარგი მეგობარი შეიძინეთ ან თქვენს მეგობარს კიდევ უფრო დაუახლოვდით.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე მეგობართან ერთად
ნესტან ცერცვაძე მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე მეგობართან ერთად

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— ლატვიაში ვცხოვრობდი პატარა ქალაქში, რომელსაც ცესისი ჰქვია. ქალაქი სპირალურად არის აშენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სახლთან ძალიან ახლოს იმყოფებით, თუმცა მალე ვერ მიხვალთ, რადგან წრიულად უნდა იმოძრაო. ამის გამო მიჭირდა სახლში დაბრუნება ან მაღაზიაში წასვლა. თავიდან გუგლის რუკას აქტიურად ვიყენებდი, რადგან ძალიან მიჭირდა მნიშვნელოვანი ადგილების მიგნება. ასევე ესტონეთში ჩასვლამე, ძველ ტალინში სასტუმრო დავჯავშნე, რომელიც ფოტოებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა იქ ჩასულს ყველაფერი საშინლად დამხვდა: ბინძური ოთახი, ოთახში არც ერთ დენის წყარო არ მუშაობდა, რომ ტელეფონები დაგვეტვირთა და სხვა უამრავი დეტალი. სიცივის გამო ღამეს გარეთ ვერ გავათევდით, ამოტომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, ის ღამე ასეთ კოშმარულ ადგილას გავათენეთ.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე
ნესტან ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს მიმოგზაურია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ზამთარში დიდი ყინვების გამო შესაძლოა თქვენი მანქანა უამრავჯერ მოსრიალდეს და ზაფხულში მოულოდნელად გზაზე ირემი გადმოგიხტეს და ამ დროს თქვენ დამუხრუჭება უნდა მოასწროთ.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— ზღვის პროდუქტებს ვანიჭებ უპირატესობას, ამიტომ საკრუიზო გემით მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რადგან მეძლევა საშუალება უამრავი ზღვის პროდუქტი დავაგემოვნო.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე
ნესტან ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე

- ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენ ცხოვრებაში?

— მოგზაურობს დროს უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი, რომლებიც პრობლემების მიუხედავად  სიცოცხლით ტკბებიან, და სიკეთის გაზიარება უყვართ. მათ მაგალითზე სიცოცხლე უფრო დავაფასე და ვცდილობ ყოველი წუთით დავტკბე. რამდენადაც უზარმაზარ სამყაროში ჩემს სიმცირეს ვგრძნობ და ეს გულს მიფორიაქებს, იმდენადვე მაძლიერებს იმაზე ფიქრი, რომ ღმერთმა დიდად დამასაჩუქრა,  როცა მისი მიერ შექმნილი საოცრებებით ტკბობის საშუალება მომცა. უფრო მეტად დავაფასე ჩემი ქვეყანა და სხვა ქვეყნების მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე.

© Photo: Courtesy of Nestan Tsertsvadzeნესტან ცერცვაძე
ნესტან ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ნესტან ცერცვაძე

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ზუსტად არ ვიცი გეზს საით ავიღებ, მაგრამ ძალიან მინდა ბარსელონას და პორტოს ვეწვიო, ასევე ძალიან მინდა ჩრდილოეთის ნათება ვნახო.

ყველა ახალი ამბავი
0