ირანის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის 14 წლით პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ქვეყანაში სისტემატურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ქვეყნის ტერიტორიაზე, ძირითადად, ფონიჭალაში ახორციელებდა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულ ირანის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Telegram - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 27 წლის ირანელი 2017 წლის დეკემბერში საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ქვეყანაში სისტემატურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ქვეყნის ტერიტორიაზე, ძირითადად, ფონიჭალაში ახორციელებდა.

დამნაშავეს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა") წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 14 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0