ბიზნესმენი ბერბერაშვილი მამაკაცს ღირსების შემლახავი ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა

გამოწერა
სპეცოპერაცია დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ჩატარდა

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა  ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია  დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ჩატარდა.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ელიავას ბაზრობასთან - დაკავებულია რამდენიმე პირი

სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი, 34 წლის დავით ბერბერაშივლი, იგივე ბერბერა და მისი მეგობარი,  35 წლის გიორგი ჭიჭინაძე დააკავეს, რომლებიც  „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულებმა  25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით ბერბერაშვილის კუთვნილ სასტუმროში მოტყუებით მიიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ღირსების შემლახავი ფოტოები გადაუღეს. ისინი ახალგაზრდას დიდი ოდენობით ფულს სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით და აღნიშნული ფოტოების  ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც ჭიჭინაძე ცხოვრობდა, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი შვიდი საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჯგუფურად გამოძალვა“), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0