ბაკურიანი ზამთრის სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaმინისტრი მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში
მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანში არემონტებენ გზებს და პარკინგს აშენებენ

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ბაკურიანმა უკვე დაიწყო მზადება შემდეგი ზამთრის სეზონისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უკვე დაწყებულია ქუჩებისა და ტროტუარების, მიტარბის საბაგირო გზისკენ მიმავალი გზის რემონტი. მიმდინარეობს პარკინგის მშენებლობა, ასევე ბაკურიანის შემოვლითი გზის დაპროექტების სამუშაოები. ახალი ზამთრის სეზონისთვის მრავალფუნქციური საციგურაო მოედნის მშენებლობა იგეგმება.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

ეს და სხვა პროექტები განხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

ბაკურიანში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

„ბაკურიანში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ადგილზე დეტალურად გავიაროთ ყველა საკითხი და დავგეგმოთ სამუშაო პროცესი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. არის პრობლემური პროექტები, მაგალითად — წყალმომარაგების ქსელი, სადაც კონტრაქტორმა მიატოვა სამუშაო და ეს საკითხი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დროულად უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ყოველ წელს ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად სახელმწიფოსთვის გამოწვევაა ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც დამსვენებლების კომფორტს უზრუნველყოფს.

ბაკურიანში სეზონი დეკემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0