სროლა კალიფორნიის სკოლებში - ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პოლიცია
აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორიზმს

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქალაქ პალმდეილში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს, იუწყება РИА Новости ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.

Fox News იუწყება, რომ სკოლის მოსწავლეები Twitter-ში ათავსებენ ინფორმაციას ჰაილენდის უმაღლეს სკოლაში სროლის შესახებ. პოლიცია მომხდარის ადგილზე მუშაობს.

ტელეარხ CBS-ის მონაცემებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაჭრილია. შერიფის ოფისი ერთი დაკავებულის შესახებ იუწყება. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მოგვიანებით გახდა ცნობილი სროლის შესახებ მანზანიტას დაწყებით სკოლაში, რომელიც ჰაილენდის სკოლიდან რვა მილში მდებარეობს. შერიფის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ იქ სროლის ხმა ისმოდა.

ყველა ახალი ამბავი
0