„რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

© Sputnik / Denis Aslanovმრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

© Sputnik / Denis Aslanovმრგვალ მაგიდა თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“
Круглый стол Журналистика завтра: новые вызовы и новые возможности - Sputnik საქართველო
მრგვალ მაგიდა თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“

„რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.

© Sputnik / Denis Aslanovარასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარე დმიტრი მიხაილინი
Генеральный руководитель автономной некоммерческой организации Русские репортеры Дмитрий Михайлин - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარე დმიტრი მიხაილინი

პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.

გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.

ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.

© Sputnik / Denis Aslanovმრგვალ მაგიდა თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“
Круглый стол Журналистика завтра: новые вызовы и новые возможности - Sputnik საქართველო
მრგვალ მაგიდა თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“

ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.

„ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.

© Sputnik / Denis Aslanovჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი, ვიტალი ლეიბინი
Главный редактор журнала Русский репортер Виталий Лейбин - Sputnik საქართველო
ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი, ვიტალი ლეიბინი

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.

„სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

© Sputnik / Denis Aslanovგლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე
Руководитель Центра глобальных исследований Нана Девдариани и журналист Васо Капанадзе - Sputnik საქართველო
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე

ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.

„ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

© Sputnik / Denis Aslanovრეჟისორი ედუარდ ბოიაკოვი
Режиссер и продюсер Эдуард Бояков - Sputnik საქართველო
რეჟისორი ედუარდ ბოიაკოვი

ყველა ახალი ამბავი
0