ეროვნული ბანკის რეგულაციის გამო იმპორტი შესაძლოა შემცირდეს

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემას კრძალავს, იმპორტის მოცულობას შეამცირებს, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.
ეროვნული ბანკის რეგულაციის გამო იმპორტი შესაძლოა შემცირდეს

„იმპორტის შემცირება ცუდი ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის, რადგან შეამცირებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას, რაც, თავის მხრივ, ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 823.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 740.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0