ვიცე–პრემიერი გერმანულ Voice–ში გამარჯვებულს შეხვდა

© FB / Mikheil Janelidzeნათია თოდუა
ნათია თოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მომღერალ ნათია თოდუას ქვეყნის ახალგაზრდობისა და ქართული დიასპორის სახე უწოდა

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანული შოუ Voice–ის 2017 წლის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„საკუთარი ნიჭით და შრომით ნათიამ სახელი გაუთქვა საქართველოს არა მარტო გერმანიაში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში! ნათია არის ჩვენი ახალგაზრდა თაობის და დიასპორის საამაყო სახე! ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“, – დაწერა ჯანელიძემ Facebook–გვერდზე.

ნათია თოდუა - Sputnik საქართველო
ქართველი გოგო, რომელმაც გერმანული პრესა აალაპარაკა და მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი

მომღერალი საქართველოდან, 21 წლის ნათია თოდუა პოპულარული ვოკალური შოუს გერმანული ანალოგის The Voice of Germany 2017 გამარჯვებული გახდა.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

გერმანულ Voice–ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს კი უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0