თუ მოსწავლე დაიკარგა: 112-ის ოპერატორებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ

© photo: courtesy of Website of the Ministry of Internal Affairsგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი "112" საქართველოში
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112 საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი საცხოვრებელი მისამართი.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ის ოპერატორს უფლება ექნება დაზარალებული მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი სახელითა და გვარით, ან სკოლის მონაცემებით დადგინოს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
რა ფუნქციები ექნება „112"-ის მობილურ აპლიკაციას

უწყების ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას" (EMIS) შორის გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, 112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის საშუალებით ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

„აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი", – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაცია დახურული ქსელის საშუალებით გაიცვლება, ანუ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა მხოლოდ 112-ის ოპერატორებს ექნებათ, ისიც მარტო ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს გადაუდებელი შემთხვევის დროს ოპერატიულ რეაგირებას, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.

ყველა ახალი ამბავი
0