სიმღერები ომის თემატიკაზე და კონცერტი ვეტერანებისთვის

© photo: courtesy of Nata Tsereteliქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი
ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ - რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ — რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები ესწრებოდნენ.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ — რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მეორე მსოფლიო ომში ქართველების გმირულ წვლილზე ისაუბრა.

9 მაისს ვაკის პარკში ყოველთვის ბევრი ხალხია - Sputnik საქართველო
თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

გამარჯვების დღისადმი გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ შემდეგ შემსრულებლები: ვახტანგ გორდელი — ფალიაშვილი და კობა ენდელაძე, რომლებმაც ვეტერანებისთვის ომის თემატიკაზე შექმნილი 30-მდე ქართული და რუსული სიმღერა შეასრულეს — „შინმოუსვლელო",  „შვილები მიდიან ომში", „გადაარჩინეთ ჩვენი სულები", „ბნელი ღამე" და სხვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს მუსიკოსის, შემსრულებლის, პოეტისა და მსახიობის ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წელი სრულდება. მომღერლებმა კონცერტზე სწორედ ომის თემატიკაზე შექმნილი ვლადიმირ ვისოცკის სიმღერები გააჟღერეს, რამაც მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.

მეორე მსოფლიო ომი1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0