ვეტერინარი: მოყვარულს არ ჰქონდეს საშუალება შეაჯვარონ და გაამრავლონ ძაღლები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovრადიო
რადიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეტერინარი სერგო ოსიპოვი საუბრობს, როგორ უნდა მოხდეს ძაღლების შეჯვარება.

„რეალურად ეს პროცედურა უნდა აკეთოს პროფესიონალმა და არა ცხოველის მფლობელმა. არსებობენ მომშენებლები, რომლებმაც უნდა აკეთონ ეს საქმე. სამწუხაროდ, თბილისში ვერ განვვითარდით იმ დონეზე, რომ მოყვარულს არ ჰქონდეს საშუალება შეაჯვაროს და გაამრავლოს ძაღლები. შეჯვარება უნდა მოხდეს ჯიშების მიხედვით“, განაცხადა ოსიპოვმა.

ვეტერინარის განცხადებით, არსებობს გამოფენები, სადაც უნდა გაიყვანოს მომშენებელმა ძაღლი, მიიღოს შეფასება. ყველა ძაღლს მოჰყვება საგვარეულო ნუსხა, საბუთი, სადაც სამი-ოთხი თაობა უწერია. თუ ცხოველებს შორის არსებობს ნათესაური კავშირი, არის რისკი, რომ ლეკვი დაიბადოს დეფექტური, ჩამოუყალიბებელი.

ყველა ახალი ამბავი
0