რატომ უხდის თბილისის მერია კომპანია „დირსს" თვეში 12 ათას ლარს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე თბილისში ათამდე საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდება, 16 ბაღს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კომპანია „დირსის" საცხოვრებელი კომპლექსის სამ სართულზე 109-ე საჯარო საბავშვო ბაღია განთავსებული, რის გამოც თბილისის მერია კომპანიას თვეში 12 ათას ლარს უხდის, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დააყენებენ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 17 აპრილს მიიღო სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიწისძვრის შემთხვევაში შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია.

109-ე ბაგა-ბაღში 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სააგენტოს ინფორმაციით, „დირსის" სამი სართული მერიას იჯარით აქვს აღებული და 109-ე ბაღის აღსაზრდელები იქ მინიმუმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარჩებიან.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი და ახლის აშენება იგეგმებოდა.

„ჯერჯერობით 109-ე ბაღის შენობაზე ჩასატარებელია დეტალური ექსპერტიზა. პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლება. დეტალური ექსპერტიზით გადასაწყვეტია – შენობის გამაგრება უფრო რენტაბელური იქნება თუ მისი დემონტაჟი და ახლის აშენება", — აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

ექსპერტიზის ბიურო თბილისში მდებარე 134 საბავშვო ბაღის შენობას ამოწმებს>>>

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ექპერტიზა, რომელსაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებს, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ექპერტიზის დამკვეთი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოა და მას შემოწმების შედეგები ექსპერტიზის დასრულებისთანავე ეტაპობრივად ეგზავნება.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე 28 ბაღის შენობის ექსპერტიზა დასრულდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე თბილისში ათამდე საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდება, 16 ბაღი კი რეაბილიტაციას ექვემდებარება.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0