„ერისიონი" საქართველოს რეგიონებში ტურნეს იწყებს

© photo: Sputnik / Stringer"ერისიონი"
ერისიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ანსამბლი გასტროლს ჩოხატაურიდან იწყებს

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" მომავალი კვირიდან საქართველოს რეგიონებში საკონცერტო ტურნეს იწყებს, ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
თბილისში მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

„ქართული საგანძური" — ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც „ერისიონი" მაყურებლის წინაშე წარდგება.

სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ანსამბლი პირველ კონცერტს 17 მაისს ჩოხატაურის რაიონში გამართავს.

„ერისიონის" შემოქმედებით ქუთაისელები და ქალაქის სტუმრები 18 მაისს ისიამოვნებენ. გარდა ამისა, ანსამბლი კონცერტებს გამართავს სამეგრელოში, აჭარაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

2018 წელს Check in Georgia-ს ფარგლებში 300-ზე მეტი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების გამართვა იგეგმება.

ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაარსდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.

ყველა ახალი ამბავი
0