უცხოელის თვალით დანახული თბილისი — მუნსე ბოგანი

გამოწერა

მუნსე ბოგანი ესპანელი მოგზაური და ბლოგერია, რომელიც დარწმუნებულია, რომ თბილისი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში

ის ბევრს მოგზაურობს და მერე სოციალური ქსელებით აქვეყნებს საკუთარ შთაბეჭდილებებს.

თბილისის მონახულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაქოში ცხოვრების პერიოდში არაერთხელ მოისმინა ნაცნობ-მეგობრებისგან, რომ საქართველოს დედაქალაქი არაჩვეულებრივი ადგილია.

მუნსე ახალი წლის წინა დღეებში ჩამოვიდა, ქალაქი დაათვალიერა და განაცხადა, რომ თბილისი ნამდვილი სიურპრიზი და ერთ-ერთი ყველაზე ელვარე ქალაქია მათ შორის, რომლებშიც ოდესმე ყოფილა. 

იხილეთ მუნსე ბოგანის მიერ გადაღებული ვიდეო და მასთან ერთად კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ მშობლიური ქალაქი.

ყველა ახალი ამბავი
0